საზოგადოება
სენაკში მიკროავტობუსს ხე დაეცა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე სამგზავრო მიკროავტობუსს ხე დაეცა. დაშავდა 3 ადამიანი. ისინი სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 2 დაზარალებული, რომლებსაც გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა ,,არქიმედეში“ გადაიყვანეს. ერთმა პირმა, რომელსაც მოტეხილობა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა.


Print