ახალი ამბები
ახალდაბასთან, კატასტროფის მანქანით ავარიაში მოყოლილი პაციენტი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბასთან, ცენტრალურ მაგისტრალზე 4 დეკემბერს მოხდა. კატასტროფის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. ადგილზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, 83 წლის პაციენტი ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

"ჩვენთან შემოიყვანეს პაციენტი, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. 83 წლის ქალი გადაჰყავდა კატასტროფას. ავარიის შედეგად, მას აღენიშნებოდა ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ოჯახის გადაწყვეტილებით, დაშავებული ქალი ადგილობრივი საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ჩემთვის უცნობია, ოჯახმა სად გადაწყვიტა მკურნალობის გაგრძელება" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ბარაბაძემ.


ხაშურის კლინიკის საზდოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, რომ 85 წლამდე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულებიდან ორი მათგანი ამ დრომდე ხაშურის კლინიკაში რჩება. მეოთხე პაციენტი თბილისში განაგრძობს მკურნალობას.


მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.



ამავე თემაზე:

ავარია ახალდაბასთან - დაზიანებულია კატასტროფის ცენტრის მანქანა
Print