შემთხვევა
რაჭაში კაცი მოკლეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ტყეში ერთმა მეზობელმა მეორე დანით მოკლა. დამნაშავე მიიმალა. მომხდარს წინ უძღოდა მეზობლებს შორის დაპირისპირება.

გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print