შემთხვევა
სხეულის 70%-მდე დამწვარი აქვს - მძიმეა კაცის მდგომარეობა, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა
ექიმის თქმით, მძიმეა კაცის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ, თერჯოლაში, ერთ-ერთ მაღაზიაში ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და მოკლა. შემთხვევის შედეგად კაცი თავადაც დაშავდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული.
ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, თერჯოლაში,  ,სუპერმარკეტ „მაგნიტში“ 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს
Print