ახალი ამბები
ბორჯომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ლიკანში, კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. 75 წლამდე ქალი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე.

ცნობისთვის, აფეთქება  22 ოქტომბერს, დაახლოებით 5 საათისთვის, ლიკანში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარტოხელა ქალს სახლში გაზი აუფეთქდა და დაზიანდა კორპუსის პირველი და მეორე სართულები. დაშავებული სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაცია კი მაშველებმა შეძლეს.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და შესაბამისი სამსახურები შემოწმებას ახორციელებენ. სამხარაულის ბიუროს მიერ კორპუსს ექსპერტიზა ორშაბათს ჩაუტარდება, იქამდე კი კორპუსში არცერთი ოჯახი არ რჩება.

ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის ინფორმაციით, იმ 70 ადამიანს, რომელსაც დღეს ღამის გასათევი ესაჭიროებოდა, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება და ბორჯომის სასტუმროებში განთავსება. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა, დამატებით რა დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობა, აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.



ამავე თემაზე:


ბორჯომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა;

აფეთქება ლიკანში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან;

ბორჯომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს;


"ჩვენს სართულზე ჩამონგრეულია ყველაფერი, საცხოვრებლად აღარ ვარგა" - ადგილობრივები მომხდარის შესახებ;


"70 ადამიანი გადავიყვანეთ ბორჯომის სასტუმროებში" - ბორჯომის მერი.



Print