საზოგადოება
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.


ფოტო: ,,ბათუმელები''
Print