ახალი ამბები
ლოკალიზებული და ლიკვიდირებული ტყის ხანძრები რეგიონებში
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება.

ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ხოლო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ზემო ხეთის თემში, ტყის ქვედა საფარს ეკიდა.

ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველთა შესაბამისი ძალები იყო ჩართული.
Print