ხანძარი ბორჯომის ხეობაში
ზორეთის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებული ამ დრომდე არ არის
ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე ლიკვიდირებული არ არის. ადგილზე სამუშაოები კვლავ გრძელდება. თემის რწმუნებულის გურამ მაისურაძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო, გართულებულია ტექნიკის ადგილამდე მიყვანა. ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არინ დამატებითი ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.




რატომ გართულდა ხანძრის ლიკვიდაცია და არის თუ არა ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება - კითხვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ცნობისთვის, ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გუშინ, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. 


ამავე თემაზე:

"ზორეთში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია" - თემის რწმუნებული;

ზორეთის მიმდებარედ ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - მიმდინარეობს სამუშაოები
Print