ახალი ამბები
თურქეთში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა
თურქეთში მომხდარი ავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ავტოკატასტროფა ტარსუსი-ადანა-გაზიანთეპის გზატკეცილზე მოხდა.

როგორც თურქული მედიის ცნობით, თავდაპირველად, ავარიაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა და ხევში გადავარდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.

იმ დროს, როცა მაშველები და სამედიცინო პერსონალი ავარიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდა, შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა მეორე ავარია. სამგზავრო ავტობუსი ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანას, შემდეგ სახანძროს და ბოლოს საინფორმაციო სააგენტო Ihlas News Agency (IHA)-ის მანქანას დაეჯახა.

ავტოავარიის შედეგად, დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 სასწრაფო დახმარების თათანმშრომელი, ორი ჟურნალისტი და ავტობუსში მყოფი 7 მგზავრი.

არსებული ინფორმაციით ავტოავარიისას დაშავებულები ახლო მდებარე კლინიკებში გადაჰყავთ პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
Print