ხანძარი ბორჯომის ხეობაში
"ზორეთში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია" - თემის რწმუნებული
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დვირის თემში მერის წამომადგენლმა, გურამ მაისურაძემ ტელეკომპანია ,,ბორჯომთან’’ საუბრისას განაცხადა, რომ ცეცხლი დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის შეამჩნიეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. ადგილი სადაც ცეცხლი გაჩნდა რთულად მისადგომია.  გურამ მაისურაძის თქმით, ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ მეხის დაცემამ გამოიწვია. მერის წამომადგენლის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია.

დამატებით ინფორმაციას ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ელოდება.
Print