საზოგადოება
გუდაურში ჩამოვარდა შსს-ს ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანისტების გადარჩენას ცდილობდა
გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა, ამის შესახებ ინფორმაციას ,,მთავარი არხი'' ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.


Print