ახალი ამბები
ბორჯომის პარკში საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის ცენტრალურ პარკში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ გამათბობელი გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი საგანგებო სამსახურები. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლივკიდაცია მალევე შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Print