ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულებს კვლევები უტარდებათ
ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ახალგაზრდა „ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის თქმით: „ერთ მათგანს მოტეხილობები აღენიშნება, ორ დაშავებულს კი კვლევები უტარდება. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში დღეს, 20 მაისს სოფელ ლარებთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან მეთორმეტეკლასელი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.


Print