შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევას ბორჯომში მეთორმეტეკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს, 20 მაისს სოფელ ლარების მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 15:00 საათისთვის მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.

ავტომანქანაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან სამი დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

Print