ახალი ამბები
გუშინ ღამით ახალქალაქში სროლის ხმა ისმოდა
9 მაისს საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე ახალქალაქში, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. გამოცემა jnews.ge ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სამი გასროლის ხმა გაისმა,
Jnews-ის ინფორმაციით, მომხდარი სროლის შემდეგ, კლინიკაში ერთი დაშავებული შეიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალქალაქის ცენტრში 34 წლის კაცის დაჭრისთვის, ერთი პირი დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოიება სსკ-ის19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
Print