საზოგადოება
სოფელ აწყურთან ტრაილერი გადაბრუნდა
დღეს, 28 აპრილს, გამთენიისას 06:15 საათზე, სოფელ აწყურთან ქართული ნომრით მოძრავი ტრაილერი გადაბრუნდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს, ტელეკოპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.


Print