საზოგადოება
მცირე მაგნიტუდის მიწისძვრები მთელი ღამის განმავლობში ფიქსირდებოდა
დღეს, თბილისის დროით 03:35 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ეპიცენტრი ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 25კმ. ეპიცენტრი კვლავ სოფელი სამება იყო.
მცირე მაგნიტუდის მიწისძვრები მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობოდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, 
13 თებერვალს თბილისის დროით 22:25 საათზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან 6.2 სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

თავდაპირველად ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 ბალი იყო, მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა.

ქალაქი დმანისი - სამხრეთ-დასავლეთი - 25კმ. სოფელი სამება - 9კმ.



Print