შემთხვევა
ელიავას ბაზრობაზე დამწვარია 1500-მდე კვადრატული მეტრი
თბილისში, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ე.წ. მხრჩოლავ კერებს ამუშავებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.

"ელიავას ბაზრობაზე" ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 15:00 საათისთვის გავრცელდა. ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

"ელიავას ბაზრობაზე" ხანძრის გაჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ხანძრის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გასული წლის თებერვალში, როცა ბაზრობაზე სამშენებლო მასალა დაიწვა.
Print