საზოგადოება
ახალდაბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დღეს ბორჯომი ხაშურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,სამხრეთის კარიბჭის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავდა ორი ადამიანი.

დაშავებულები  გადაიყვანეს ბორჯომის სამედიცინო ცენტრში.
როგორც ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ ტელეკომპანია ,, ბორჯომთან" საუბრისას განაცხადა,  დაშავებულები დაახლოებით 2 საათისთვის შეიყვანეს სამედიცინო ცენტრში, 62 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ლავიწის ძვლის მოტეხილობა. მან ადგილზე არ ისურვა ოპერაციის გაკეთება და საკუთარი სურვილით გაეწერა საავადმყოფოდან.
რაც შეეხება მეორე ადამიანს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ დროისათვის  ახალგაზრდა ქალმაც დატოვა საავადმყოფო.


Print