შემთხვევა
„მძულს ეს სამყარო, რომელმაც შენი თავი წაგვართვა“ - თამუნა მსხილაძეს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი დღეს გარდაიცვალა.
შემთხვევა 6 იანვარს ლიკანში მოხდა. მსუბუქ ავტომანქანაში ხუთი პირი იმყოფებოდა. აქედან გარდაცვლილი, თამუნა მსხილაძე, ყველაზე მძიმედ იყო დაშავებული და 10 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.




სოციალურ ქსელში თამუნას გარდაცვალებას მეგობრები და ახლობლები ეხმიანებიან.

„თამო ჩემო სიყვარულო როგორ მომგლიჯე გული თამო, შენ ხარ და იქნები ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი“

„მადლობა მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის, უანგარო სიყვარულისთვის, პოზიტივისთვის და ღიმილისთვის, ყველას რომ უნაწილებდი.“

„მძულს ეს სამყარო, რომელმაც შენი თავი წაგვართვა ჩემო ღიმილა გოგო.“

„მარადიული ცათა სასუფეველი, ნათელი შენს სულს! შენი ხმა ახლაც ჩამესმის, შენი კისკისი. დროებით, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო“

„მშვიდობით ჩემო ბუთქუნა მეგობარო, ყოველთვის მემახსოვრები“

„რა საშინელი დილა გათენდა, როგორ მქონდა იმედი რომ დაძლევდი ყველაფერს,მშვიდად განისვენე, უფალს ებარებოდე ჩემო ლამაზო გოგო“

„ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა“

„შენი სიძლიერის მჯეროდა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ გაუმკლავდებოდი ყველაფერს, მაგრამ შევცდი, მართალი უთქვამთ ღმერთსაც კარგი უნდა თავისთვისო“


თამუნა მსხილაძეს 2 შვილი დარჩა.




Print