საზოგადოება
ბორჯომში, ლიკანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ბორჯომში, ლიკანთან 6 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ისინი თბილისში გადაიყვანეს.


შემთხვევის დროს მსუბუქ ავტომანქანაში ხუთი პირი იმყოფებოდა. 

როგორც ტელეკომპანია ,, ბორჯომთან'' საუბრისას ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ განაცხადა სამედიცინო ცენტში მათ პირველადი დახმარება გაუწიეს. დაშავებულებს აღენიშნებოდათ მრავლობით დაზიანებები.

ამ დროისათვის ორივე დაშავებული თბილისშია გადაყვანილი. ირაკლი დიასამიძის ინფორმაციით ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია გაუკეთეს.
Print