საზოგადოება
გადატვირთული მოძრაობა ბაკურიანში
ახალი წლის შესახვედრად ბაკურიანში უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. გადატვირთულმა სამანქანო მოძრაობამ ცენტრალურ ქუჩებზე საცობები გამოიწვია.
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ორჯონიკიძის ინფორმაციით, ცენტრალურ ქუჩაზე სამანქანო მოძრაობა ცალმხრივია და არსებული პრობლემა რეგიონის საპატრულოსა და პოლიციის ერთობლივი ძალისხმევით რეგულირდება. ეკა ორჯონკიძის თქმით, ბაკურიანს კერძო საპარკინგე ადგილებიც აქვს, რომელიც ე.წ. ოცდახუთიანების მიმდებარე და ქალაქგარე ტერიტორიებზეა.


საცობების პრობლემების მოსაგვარებლად სამომავლოდ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს ცალმხრივ მოძრაობას და გარკვეული ადგილების შესაძლო გადაკეტვას, რომელიც ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
Print