შემთხვევა
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა.
„გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“
, - მიმართავს კომპანია მოსახლეობას.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამსართლის კოდექსის" 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
Print