შემთხვევა
ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი-ტრაგედია ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 40 წლამდე კაცი და დაჭრილია ახალგაზრდა ქალი. ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print