შემთხვევა
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. 35 წლის ქალი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
ოთხი გარდაცვლილიდან, როგორც ცნობილია, ერთი 81 წლის ქალია, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი კი კაცი.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.
Print