საზოგადოება
ნანგრევებიდან მაშველებმა ბოლო ინფორმაციით 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ბოლო ინფორმაციით 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,

ოთხი გარდაცვლილიდან, როგორც ცნობილია, ერთი 81 წლის ქალია, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი კი კაცი.

მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე შეძლეს ორი ცოცხალი ადამიანის ამოყვანა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უნებართვო მშენებებლობას გულისხმობს.

Print