საზოგადოება
არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი იმყოფება ახლა ტონობით ბეტონის კონსტრუქციის ქვეშ
ათი საათი ნანგრევების ქვეშ, დახმარების და გადარჩენის მოლოდინში. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი იმყოფება ახლა ტონობით ბეტონის კონსტრუქციის ქვეშ. ეს არის ერთ ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მძიმე სამაშველო ოპერაცია, რომელსაც ჯერ ჯერობით დასრული არ უჩანს.

"სუნთქვა შემიძლია" - ეს იმედის მომცემი სიტყვები მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ მოისმინეს. მას შემდეგ ამ დრომდე მაშველებმა ერთი ბავშვი გადაარჩინეს.
ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ის ნანგრევებში თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.
ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე აცხადებს, რომ ნანგრევებში რჩებიან მათი შვილები, რომელთა ხმაც სავარაუდოდ, ისმის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
Print