საზოგადოება
ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), აწარმოებენ.
სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით”, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თავდაპირველად საქმე აღიძრა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.


Print