შემთხვევა
კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ორსული გარდაიცვალა
ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ორსული გარდაიცვალა.
7 თვის ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს,
თუმცა ბავშვმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა, უკვე გუშინ კი დედაც დაიღუპა.


Print