შემთხვევა
ბოთლი რომელიც იატაკზე დავარდა ,,მფრინავ რაკეტად" გადაიქცა (ვიდეო)
გაზიანი სასმელლები საშიშია, აფრთხილებენ ექიმები, იმის გათვალისწინებით, რომ შაქრიანი სასმელების ზედმეტი გამოყენება ჯანმრთელობისა და ფორმისთვის საზიანოა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაზიანი სასმელის ბოთლი შეიძლება უფრო საშიში და სახიფათო იარაღიც კი იყოს. ინტერნეტში მასიურად ვრცელდება ვიდეო მექსიკის მაღაზიიდან, რომელშიც კოლას ბოთლი მფრინავ რაკეტად გადაიქცა.

CCTV კადრებზე ჩანს, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელს კოლას ბოთლი შემთხვევით დაუვარდა იატაკზე. კოკა კოლას ბოთლი რომელიც იატაკზე დაეცა მოულოდნელად ჰაერში ავარდა და მარკეტის სალაროსკენ გაფრინდა და რიგში მყოფ ქალსა და კაცს შეეჯახა. მყიდველმა ბოლო მომენტში სასწაულებრივად მოახერხა თავიდან აერიდებინა სერიოზული დაზიანება. Línea Directa- ს თანახმად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.



Print