შემთხვევა
აბასთუმანში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი - დაჭრეს
აბასთუმანში, მდინარე კურცხანასთან, სადაც შემოვლითი გზა შენდება,  მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობა თოფით, მხარში აქვს მიყენებული. მას ექსპერტიზა უტარდება, დაჭრილი კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოებს შპს "ჯეო გრუპი" ასრულებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში მათი თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ.
შსს-ს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

Print