შემთხვევა
მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულები
მსხვერლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. არიან დაშავებულები, ავარია გურჯაანი-აფენის გზაზე, სოფელ გუჯარეთთან მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა სამი მგზავრი. სხვადასხვა სახის ტრამვებით, 112-ის ბრიგადებმა დაზარალებულები ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

Print