შემთხვევა
50 წლამდე მამაკაცი ტყეში მოკლული იპოვეს
50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ტყეში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მოკლულია და მას ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Print