შემთხვევა
უბედური შემთხვევა - ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა
სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მოხდა. გარდაცვლილთა ცხედრები სახლში ნათესავმა აღმოაჩინა.
მეზობლების ინფორმაციით, ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, გაზის გამათბობელია დამონტაჟებული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Print