შემთხვევა
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის მიერ აყვანილი მძევლებიდან სავარაუდოდ 2 თავისუფალია
გავრცელებული ინფორმაციით, ავლაბარში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში ორი სამართალდამცველი, მათ შორის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, შევიდა და იქიდან ორი ადამიანი გამოიყვანა. მოქალაქეები სავარაუდოდ, მძევლები იყვნენ.როგორც ირკვევა, თავდამსმხლეს 4 მძევალი ჰყავს - 3 ოპერატორი და 1 დაცვის თანამშრომელი:

როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, "საქართველოს ბანკის ადმინისტრაციისთვის" მნიშვნელოვანია ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება და შესაძლებლობების ფარგლებში კეთდება ყველაფერი მოქალაქეების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მეტროსადგური "ავლაბარი" ამ დროისთვის დაკეტილია. მიზეზი "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკის 3 ოპერატორი და დაცვის 1 თანამშრომელი მძევლად აიყვანა - ნათქვამია საქართველოს ბანკის ინფორმაციაში
Print