შემთხვევა
50 წლის ქალი გულ - მკერდის არეში სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა
50 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა, შემთხვევა ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ოჯახის წევრები და მეზობლები ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ უთანხმოება ქონების გაყოფაზე ხშირად ჰქონდათ.

"დედაჩემი უკვე რამდენიმე წელია ლოგინად მყოფ დეიდაჩემს უვლის, როგორც გავიგე პოლიცია ჩემს დეიდაშვილს ეძებს, სავარაუდოდ, დედაჩემი მან დაჭრა, დეტალები არ ვიცი",- აცხადებს დაშავებულის შვილი ნათია კაკაბაძე.

დაშავებულ ქალს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას გულ - მკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, სამართალდამცავები 23 წლის მამაკაცს ეძებენ.

Print