შემთხვევა
9 წლის ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
9 წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, 45 წლის კაცმა იძალადა. ძალადობის შემდეგ, ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. არასრულწლოვანი იაშვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.
9 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ დღეს შეტყობინება შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებამ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ის ცნობით, მათ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
რა სახის ძალადობაზეა საუბარი, ფიზიკურზე თუ სექსუალურზე, ამას შსს-ში არ აზუსტებენ.

Print