შემთხვევა
ახალციხეში ბუნებრივმა აირმა გაჟონა - სამი პირი მოიწამლა
ახალციხეში ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის გამოც სამი პირი მოიწამლა აქედან ორი არასრულწლოვანია. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს,

კლინიკის დირექტორის რავაზ კუჭუხიძის თქმით, მათთან ორი პაციენტის - ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამეს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ დასჭირდა.

წყარო tv9news.ge
Print