შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა შავშვებთან- დაშავებულია ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შავშვებთან ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ,,ტოიოტა პრიუსის" მძღოლი ,,მერსედესის" მარკის ავტომობილისთვის გადასწრებას ცდილობდა, რაც ავარიით დასრულდა.

დაშავებულები გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამის დახმარებას უწევენ, წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.


Print