შემთხვევა
საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ
თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინაში მყოფილი 65 წლამდე ქალი სიმძლავრემ მეოთხე სართულიდან გადმოაგდო. აფეთქებისას ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მთლიანად ევაკუირებულია მე-15 კორპუსი.

ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აფეთქების მიზეზის დადგენა მიმდინარეობს.

Print