შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევას ადიგენელი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ადიგენელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ ქუთაისში მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print