შემთხვევა
ახალციხე–ადიგენის გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
სოფელ ფარეხასთან ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად სოფელ უდეს მკვიდრი 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსში მხოლოდ მძღოლი იჯდა, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

Print