შემთხვევა
"საბარგულზე რაღაც იდო, ავიღე და აფეთქდა, პოლიცია გამოვიძახე" - იბრაგიმ გობოზოვი
ბაკურიანში მოთხილამურეთა მწვრთნელის იბრაგიმ გობოზოვის მანქანა დღეს დილით აფეთქდა, შემთხვევის შედეგად გობოზოვმა სხეულის დაზიანება მიიღო. აფეთთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ჩვენთან საუბრისას დაზარალებული აბობს, რომ მანქანა ეზოსთან იდგა, ძარაზე რაღაც ნივთი შენიშნა და რომ აიღო აფეთქდა, დაზარალებული აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილი შემოსაძღვრულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-მ  მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.









Print