შემთხვევა
ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს
ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. შემთხვევა დღეს, 25 მარტს დილით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ურთიერთდაპირისპირება გახდა. როგორც ჩუმლაყში ამბობენ, მოკლულია სამეგრელოდან სამუშაოდ ჩამოსული კაცი, დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Print