შემთხვევა
ერთი ახალგაზრდა გაიყინა ორი კი მძიმე მდგომარეობაშია - ტრაგიკული შემთხვევა გომის მთაზე
გვიან ღამით სოფელ ბოხვაურიდან კურორტ ბახმაროსკენ წასული 22-23 წლის ახალგზარდები ქარბუქში მოყვნენ. ძლიერი ყინვის გამო ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.
ახალგაზრდებმა ვერც დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს, ვერც უკან დაბრუნება მოახერხეს. უბედური შემთხვევის გამო ადგილზე ვერ მიდიხან მაშველები.
"ფეხით წასულან წუხელ, ერთი გაყინულია და ორი ცუდადაა კიდევ, 4 არიან ახალგაზრდებიო 22-23 წლის, ზუსტად ვერ გეტყვით, დიდი თოვლია მეტრა, მეტრა-ნახევარი. სამაშველოს დაეკონტაქტნენ, მაშველები წასულები არიან, ტრაქტორიც წასულია", - თქვა ოზურგეთის მკვიდრმა, თემურ ჯავახიამ.
ინფორმაცია გზამშენმა18-მა გაავრცელა, რომელიც კუროტ გომის მთისკენ საგზაო სამუშაობს ახორციელებს.

Print