შემთხვევა
დედის დროულმა რეაქციამ, შვილის სიცოცხლე იხსნა (ვიდეო)
სულისშემძვრელ ვიდეოში ჩანს, როგორ სწრაფად მოქმედებენ დედები მოულოდნელ სიტუაციებში.
სადარბაზოს სათვალთვალო კამერის ჩანაწებმა დააფიქსირა ლიფტიდან გამოსული დედა-შვილ. კარების გაღების მოლოდინში ბავშვი მოაჯირს უახლოვდება და ჩანაწერის ყველაზე ემოციური მომენტიც სწორედ აქ იწყება.
ბავშვმა ბალანსი დაკარგა და მეოთხე სართულიდან გადავარდა, თუმცა, გმირი დედის დროულმა რეაქციამ, საბედნიეროდ, მისი სიცოცხლე იხსნა.


Print