შემთხვევა
აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის ბავშვი გარდაიცვალა
გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. მეორე დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.
გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

Print