შემთხვევა
გარდაბანში, სკოლის მიმდებარედ აფეთქება მოხდა - დაშავდნენ ბავშვები
გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში აფეთქება მოხდა. დაშავებულები არიან 11 და 15 წლის ძმები, რომლებიც ეზოში იმყოფებოდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მშობლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა მოხდა, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"ბავშვები სკოლიდან სახლისკენ რომ მოდიოდნენ მაშინ რაღაც უპოვიათ. არ ვიცი რა იყო და ეს რაც იპოვეს აუფეთქდათ, ჩემი ორი შვილი ცუდ დღეშია. ერთი უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა რომ მოხდა ვიღაცამ მოიყვანა ბავშვები საავადმყოფოში მე არ მინახავს ექიმებიც არ მინახავს", - თქვა დაშავებულის მშობელმა.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა კრიმინალისტები მუშაობენ.

Print