შემთხვევა
ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი საკუთარ სახლში ნახეს. გარდაცვლილი მეზოლებმა და ნათესავებმა მას შემდეგ მოიკითხეს, როცა 70 წლამდე ქალი 2-3 დღე არ გამოჩნდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

Print