შემთხვევა
ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად მანევრირება სცადეს, თუმცა, ლიპყინულის გამო, რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 15-მდე ერთეული ავტომანქანა, რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
შემთხვევის შედეგად ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწო.


Print